Privacy policy
SERVISCO
1. ზოგადი ინფორმაცია
ვებსაიტი „Servisco“ არის ონლაინ სივრცე, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან და ხელოსნებთან
(მაგალითად: სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, მღებავი, გადამზიდავი და ა.შ.).
პლატფორმა არ არის მომსახურების შემსრულებელი, არ ასრულებს სამუშაოებს და არ არის მომხმარებელსა და ხელოსანს შორის ურთიერთობის მხარე.
2. პლატფორმის როლი
„Servisco“ მოქმედებს მხოლოდ როგორც შუამავალი და საინფორმაციო არხი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს იპოვონ ხელოსანი ან სპეციალისტი, ხოლო ხელოსნებს მიიღონ შეკვეთები.
მომხმარებელი და ხელოსანი თავად იღებენ გადაწყვეტილებებს ურთიერთობის შესახებ, მათ შორის ფასის, დროისა და მომსახურების პირობების შესახებ.
3. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
პლატფორმა „სერვისკო“ არ იღებს პასუხისმგებლობას შემდეგზე:
ხელოსნის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, სიზუსტეზე ან დროულობაზე
მომხმარებელსა და ხელოსანს შორის ფინანსურ შეთანხმებებზე
მომსახურების შესრულების დროს წარმოშობილ ზიანზე ან დანაკარგზე
მომხმარებლის ან ხელოსნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე
მთელი პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება მომსახურებაში მონაწილე მხარეს
4. ხელოსნებისა და სპეციალისტების ვალდებულებები
პლატფორმაზე რეგისტრირებული ხელოსანი თუ სპეციალისტი ვალდებულია:
მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია თავისი მომსახურების შესახებ
შეასრულოს სამუშაო კეთილსინდისიერად და შეთანხმებული პირობების შესაბამისად
პირადად იყოს პასუხისმგებელი შესრულებულ სამუშაოზე
ხელოსანი ესმის და ეთანხმება, რომ ის სრულად არის პასუხისმგებელი მომხმარებელთან ურთიერთობაზე,
და პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი შესაძლო პრეტენზიებზე.
5. მომხმარებლის ვალდებულებები
მომხმარებელი ვალდებულია:
პლატფორმა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის
მომსახურების დაწყებამდე გადაამოწმოს სპეციალისტისა თუ ხელოსნის სანდოობა და პირობები
ნებისმიერი ფინანსური ურთიერთობა პირდაპირ სპეციალისტთან თუ ხელოსანთან აწარმოოს
6. საკომისიოები და გადახდები
პლატფორმა „სერვისკო“ შემოსავალს მხოლოდ საკომისიოების ან სარეკლამო საფასურის სახით იღებს, რომლებიც არ ითვლება მომსახურების ღირებულებად ან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებად.
7. კონფიდენციალურობა
მომხმარებლისა და სპეციალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაცულია კანონმდებლობის შესაბამისად.
პლატფორმა არ გადასცემს მონაცემებს მესამე პირებს, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
8. ცვლილებები და განახლებები
პლატფორმას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს ეს პირობები.
ამიტომ, რეკომენდებულია პერიოდულად გადახედოთ განახლებულ ვერსიას.
9. სამართლებრივი საფუძველი
ყველა ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დავების შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან შეეცადონ მათ მშვიდობიანად მოგვარებას,
წინააღმდეგ შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოში.
10. შეთანხმება
პლატფორმის გამოყენებით, მომხმარებელი და ხელოსანი ადასტურებენ
რომ წაიკითხეს და ეთანხმებიან ზემოთ ჩამოთვლილ ყველა წესსა და პირობას.